გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 245
სიახლეები
სამედიცინო აქციები სოფლის მოსახლეობასთან 20 მარ, 2017
18 მარტს, ქ.მცხეთის მრავალპროფილური ჯეო ჰოსპიტალსის ექიმებმა კონსულტაციები გაუწიეს მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: თერაპევტი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტო-ლარინგოლოგი, პედიატრი, ტრვმატოლოგი, ექოსკოპისტი, ოფთალმოლოგი და ექთანი (ეკგ აპარატით). პარალელურად სამედიცინო აქცია ქსნის მოსახლეობისთვის ჩატარდა ქ.მცხეთის ახლადგახსნილ სამხარეო სამედიცინო ცენტრში, სადაც პერიოდულად იგეგმება საქველმოქმედო აქციების მოწყობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის. პირველი აქცია ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის მოსახლეობისთვის ჩატარდა. აქციის ფარგლებში მოსახლეობამ უფასო კონსულტაციები სხვადასხვა დარგის ექიმ-სპეციალისტებისგან მიიღო. ასევე, მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი,ზოგადი ექოსკოპია, კარდიოექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და რენტგენოგრაფია. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.



https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1368064176573627



2017 წლის 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. მცხეთაში 24 მაი, 2017 11:26
10:00-18:00 სთ. სამხედრო ტექნიკის გამოფენა-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 10:00-18:00 სთ. ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) ...
საგურამოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2012-2016 წლებში 24 მაი, 2017 08:37
საგურამო მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, რომლის შემადგენლობაში შედის სოფლები საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, წიწამური, არაშენდა, ...
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე წილკანში 23 მაი, 2017 08:33
22 მაისს გაეროს ეგიდით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ცოდნის ამაღლება და ცნობიერების ...
პროგრამის პრეზენტაცია მისაქციელში 11 მაი, 2017
მისაქციელის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ...
ჭიდაობის ღია ტურნირი ძალისში 10 მაი, 2017
9 მაისს, ძალისის საჭიდაო დარბაზში, სახელოვანი სპორტსმენის, ზაურ პავლიაშვილის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას თიანეთის, დუშეთის, ...
გაცნობითი ხასიათის სწავლება 10 მაი, 2017
8 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვაში გაცნობითი ხასიათის სწავლება ჩატარდა, რომელიც ადგილობრივი ...
მოყვარულთა თასი 2017 8 მაი, 2017
8 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ,,მოყვარულთა თასი 2017“ დასრულდა. მუნიციპალურ დონის შეჯიბრზე ოთხი გუნდი: ნიჩბისი, საგურამო, ძეგვი და ქსანი-ციხისძირის გაერთიანებული გუნდი ...
სოფელ ქსანში 2013 წლიდან განხორციელებული პროექტები 3 მაი, 2017
ჩვენ უკვე გაგაცანით მუხრანის, წეროვნისა და წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2013 წლიდან დღემდე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად ქსნის ...
დასუფთავების აქცია ცხვარიჭამიაში 1 მაი, 2017
შაბათს, 29 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში გზისპირები, ხევები და სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელები ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით