გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 230
სიახლეები
საინფორმაციო სახის შეხვედრა 20 მარ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, ოთარ კონჯარიამ, დაინტერესებულ პირთათვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნის, საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გამგებლის სათათბირო ორგანოა და მოქალაქეთა მცირე ჯგუფისაგან (სულ ცოტა 10 წევრისაგან) ფორმირდება, რომლის შემადგენლობაში მეწარმე იურდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები შედიან. საბჭოს საშუალებით მუნიციპალიტეტის პირველი პირი საზოგადოების სხვადასხვა ფენების პრობლემატიკის შესახებ უშუალოდ იღებს ინფორმაციას. გამგებელი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-სამართებლივ აქტებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელების შესახებ წინადადებებს, სივცითი დაგეგმარების დოკუმენტებს, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანებით ამტკიცებს. საბჭოს წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელს-მდივანს. კანონის თანახმად საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით.



https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1368136039899774


წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტები 28 მარ, 2017 12:35
წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის შემადგენლობაში შედის სოფლები წეროვანი, გოროვანი, ჩარდახი და სხალტბა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ოთხი წელია ...
დღის ცენტრი „იალონი“ საგურამოში 27 მარ, 2017 11:23
27 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გაიხსნა. დაწესებულებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 6-დან 18 წლამდე ...
შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტში 27 მარ, 2017 11:22
24 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, სსიპ იურდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ...
დასუფთავების აქცია სოფლებში 23 მარ, 2017
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, კამპანია ' ' დავასუფთაოთ საქართველოს ' ' ფარგლებში, ' ' საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ' ...
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუხრანში 23 მარ, 2017
21მარტს, სოფელ მუხრანში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ...
სპორტული ფესტივალი 23 მარ, 2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს: საბავშვო ქუჩის ფეხბურთი ...
სამედიცინო აქციები სოფლის მოსახლეობასთან 20 მარ, 2017
18 მარტს, ქ.მცხეთის მრავალპროფილური ჯეო ჰოსპიტალსის ექიმებმა კონსულტაციები გაუწიეს მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას. წარმოდგენილი ...
სამედიცინო აქცია მუხრანში 14 მარ, 2017
სოფელ მუხრანის მოსახლეობას, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის“ ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით