გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 301
სიახლეები
საქართველოს მოხალისე 19 აპრ, 2017
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს , , მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე ‘ ‘-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17 -დან 25 წლამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ , , საქართველოს მოხალისის ‘ ‘ სტატუსს.



შერჩეული ახალგაზრდები ივნისის თვეში გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ 5 დღიან ტრენინგ-სემინარს (ტრენინგ-სემინარის გამართვის ზუსტ დროს და ადგილს დამატებით გაცნობებთ მოგვიანებით) და წლის ბოლომდე მიიღებენ , , საქართველოს მოხალისის ' ' სტატუსს.



პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;

მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;

ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.

ფინანსური უზრუნველყოფა:

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პროექტ , , საქართველოს მოხალისის ‘ ‘ შემდეგ კომპონენტებს:

მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე მონაწილეების განთავსება და სამჯერადი კვება ;

მოხალისეთა სატრენინგო მომსახურება ;

მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან)

, , საქართველოს მოხალისეებისათვის ‘ ‘ საქართველოს 10 რეგიონში 10 მოხალისეობრივი პროექტის დაფინანსება , , მე მოხალისე აქტიური მოქალაქე ‘ ‘ კამპანიის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 10 რეგიონში (1 რეგიონი - 1 ორგანიზაცია) შეირჩევა 10 რეგიონალური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევას და კოორდინირებას სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ http://youth.gov.ge/home 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.



კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.





ინფრასტრუქტურული მშენებლობანი გალავანში 1 ნოე, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავნის ადმინისტრაციული ერთეული რვა სოფელისგან შედგება - გალავანი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ...
სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით