გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 236
სიახლეები
სოფლების დასუფთავების აქცია 21 აპრ, 2017
21 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მაშსტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა. ,,დავალაგოთ საქართველო“-ს ფარგლებში მიმდინარე აქციაში მონაწილეობა მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიიღო. დასუფთავდა სოფლების მიმდებარე ტერიტორიები, მდინარის სანაპიროები, ადმინისტრაციული ცენტრები და სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელები. აქცია, ტრანსპორტით უზრუნველყო (ა)აიპ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა. სტიქიურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე, ქუჩებში, გზისპირებზე, ხევებში და მდინარის სანაპიროებზე მიმობნეული საყოფაცხოვრებო ნარჩენები სოფლის მოსახლეობისთვის და არა მარტო მათთვის, მტკივნეულად აღსაქმელი პრობლემაა, ამიტომ ერთობლივად უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ მტკივნეული პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამის მაგალითია ის აქციები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში მუდმივად ტარდება ადგილობრივი ძალებითა და გამგეობის თანამშრომელთა მონაწილეობით. ამ კეთილშობილურ საქმეში აქტიურობით ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან, რომლებმაც კარგა ხანია გაითავისეს, რომ ჩვენს დასახლებულ პუნქტებში არსებული ტერიტორიების დასუფთავება უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას ნიშნავს.

ვრცლად: https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1402449126468465


პრევენცია ძალადობის წინააღმდეგ 26 აპრ, 2017 10:03
25 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ,,მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ თემაზე ჩატარდა ...
სამედიცინო აქცია 24 აპრ, 2017
22 აპრილს, მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში, სამედიცინო აქცია ჩატარდა ძველი ქანდის მოსახლეობისთვის, სადაც აქციის ფარგლებში მოსახლეობამ უფასო კონსულტაციები მიიღო ...
ახალი წიგნები საჩუქრად 24 აპრ, 2017
23 აპრილს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს მასშტაბით, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის ...
საქართველოს მოხალისე 19 აპრ, 2017
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს , , მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე ‘ ‘-ს განხორციელებას, რომელსაც ...
პროექტის პრეზენტაცია 12 აპრ, 2017
მცხეთაში, სასტუმრო ,,Gino wellness”-ში, ,,შემოქმედებითი ქალაქების და რეგიონების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენს კულტურულ და შემოქმედებით ...
გალავნელი მოჭიდავეების წარმატება 12 აპრ, 2017
7-8 აპრილს, ქალაქ გორში, საქართველოს ჩემპიონატისთვის შესარჩევი ზონალური პირველობა ჩატარდა 2003-2004 წელს დაბადებულ მოზარდ ვაჟებს შორის ქართულ ჭიდაობაში, სადაც წარმატებით ...
დავასუფთაოთ ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო 12 აპრ, 2017
შაბათს, 8 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციტივით სოფელ ლისის, წოდორეთისა და მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები და გზისპირები დასუფთავდა ...
დავასუფთაოთ ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო 12 აპრ, 2017
შაბათს, 8 აპრილს, დილის 11 საათიდან, ლისის და მისი მიმდებარე სოფლების ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით. დასუფთავების ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით