გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 250
სიახლეები
მოყვარულთა თასი 2017 8 მაი, 2017
8 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ,,მოყვარულთა თასი 2017“ დასრულდა. მუნიციპალურ დონის შეჯიბრზე ოთხი გუნდი: ნიჩბისი, საგურამო, ძეგვი და ქსანი-ციხისძირის გაერთიანებული გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, რომელმაც საგურამოს გუნდი ფინალში 1:0 დაამარცხა და რეგიონულ ეტაპზე გადავიდა. ჩემპიონატის მუნიციპალურ და რეგიონულ ეტაპზე მხარდაჭერას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე განყოფილება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად ახორციელებდა. „მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და UEFA -ს მიერ. ტურნირი ხორციელდება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით. გუნდში მონაწილეთა რაოდენობა 18- დან 25 კაცამდეა და მათი ასაკი 16 წლამდე განისაზღვრება. „მოყვარულთა თასი“ 3 ეტაპად ტარდება: 1. მუნიციპალური ეტაპი - მატჩები იმართება ოლიმპიური პრინციპით და ფინალისტები აგრძელებენ ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე. 2. რეგიონული ეტაპი - საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება სამოყვარულო საფეხბურთო ლიგები, თითოეული რვა გუნდის მონაწილეობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალური ეტაპის ფინალისტი გუნდები. 3. ფინალური ეტაპი - მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საუკეთესო 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, გამოვლენილი რეგიონული ეტაპის შედეგად. სამოყვარულო ლიგის ტურნირების ჩატარება მუნიციპალიტეტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენასა და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ვრცლად: https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1422442957802415


სტიქია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 20 ივნ, 2017
19 ივნისის, რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში დააზიანა კერძო ნათესები და სავარგულები. დაინგრა ძეგვში მცხოვრები ...
პრემიერი მცხეთაში 19 ივნ, 2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მცხეთას ესტუმრა და მცხეთის კულტურის ცენტრი გახსნა. მან მცხეთის დეპუტატთან, ჯანდაცვისა და კულტურის მინისტრებთან, ...
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქსანში 19 ივნ, 2017
სოფელ ქსანში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ თვითმმართველი ...
ახალი წიგნები მუხრანის ბიბლიოთეკას 19 ივნ, 2017
სოფელ მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ესტუმრა და ...
ერედის ახალი საბავშვო ბაღი 19 ივნ, 2017
48 ფოტო · Updated 10 months ago მიმდინარე წელს, სოფელ ერედის საბავშვო ბაგა-ბაღს სტანდარტების შესაბამისი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე ინვენტარითაც აღიჭურვა. ბაღში უკვე ...
ახალგაზრდული ფესტივალი 2017 19 ივნ, 2017
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, პროექტის _ ,,GYNC-სპორტი ბარიერების გარეშე“- ფაგრლებში, სამ ...
სისხლის გაღების აქცია 19 ივნ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სისხლის გაღების აქცია - ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“, ჩატარდა. სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო ...
2017 წლის 26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. მცხეთაში 24 მაი, 2017
10:00-18:00 სთ. სამხედრო ტექნიკის გამოფენა-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 10:00-18:00 სთ. ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, თაფლი, მშრალი ხილი და სხვა) ...
საგურამოს ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2012-2016 წლებში 24 მაი, 2017
საგურამო მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, რომლის შემადგენლობაში შედის სოფლები საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, წიწამური, არაშენდა, ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით