გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 287
სიახლეები
ქსოვრისში ,,ლაშარობა“ აღინიშნა. 13 ივლ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ,,ლაშარობის“ დღესასწაული ტრადიციულად სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდები ათ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. მთავარი პრიზი ,,ჭედილა“ 80 კგ. წონით კატეგორიაში გათამაშდა. ტურნირის გამარჯვებული გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისიდან გიორგი მახარაშვილი, რომელსაც სპორტული მიღწევებით არაერთხელ უსახელებია თავი. მეორე ჭედილა კახა წოწინაშვილმა ტრაგიკულად დაღუპული ქსოვრისელი ახალგაზრდის სახელზე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაათამაშა, მისი მფლობელიც გიორგი მახარაშვილი გახდა.

გამარჯვებულებს სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით, ჯილდოები გადასცა კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა.

პრიზები მონაწილეებს, ასევე, გადასცა ა(ა)იპ ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების დირექტორმა გია ატაშვილმა.

სახალხო დღესასწაულს ქსოვრისში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ყოველწლიურად ტარდება. იგი ახალგაზრდებში სპორტისა და ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას ემსახურება.


მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017 13:19
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017 13:18
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
,,ბიწმენდობა“ 25 სექ, 2017 13:15
16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში, დღესასწაული ,,ბიწმენდობა“ წელს მესამედ ჩატარდა. დღესასწაულზე, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, ქართულ ...
დასუფთავების აქცია სოფლებში 25 სექ, 2017 13:06
კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა) წელს 15,16,17 სექტემბერს ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ მცხეთის ...
მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშო ბაღები გაიხსნა 25 სექ, 2017 13:05
18 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალი სააღმზრდელო წელი ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა. ...
ქსოვრისის წყლის ჭაბურღილი 25 სექ, 2017 13:02
15 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ამერიკული საქველმოქმედო ფონდი „ლდს-ჩერიტი“-სა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ...
საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიწყო 25 სექ, 2017 13:00
1 სექტემბერს, საფეხბურთო ჩემპიონატის - ,,მოყვარულთა თასი 2017 ' '-ის რეგიონული თამაშები განახლდა და მეორე ეტაპის მეექვსე ტურში ,,ნიჩბისმა’’ ,,საგურამო’’ ანგარიშით 7:0 დაამარცხა, ...
სოფელი ციხისძირი ოთხი წლის განმავლობაში. 25 სექ, 2017 12:57
ციხისძირი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს. სოფელში, ისევე, როგორც ...
ზემო წეროვნის მშენებარე გზა 23 აგვ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოფელში მისასვლელი თუ შიდა საუბნო გზების მშენებლობა. უახლოეს პერიოდში შეკეთდა და ასფალტის საფარი დაიგო სოფლებში - ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით