გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 303
სიახლეები
ხსოვნის დღე 9 აგვ, 2017
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, 8 აგვისტოს რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მადონა ჯიქიამ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებთან, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.

ომში გარდაცვლილთა საფლავებთან და მემორიალთან მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდები აღევლინა. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მცირე ღონისძიება მოეწყო. მომღერალთა გუნდმა ,,შავლეგო“ შეასრულა, ახალგორის ღირსშესანიშნაობების ფოტომასალა გამოიფინა და გაიმართა ფლეშმობი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან არაერთი ჯარისკაცი და მოხალისე იბრძოდა, რომელთაგან ირაკლი მორბედაძე (ქსოვრისიდან), მამუკა ბეკურაშვილი (ბიწმენდიდან), გია რომელაშვილი (წინამძღვრიანთკარიდან), რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი (ნიჩბისიდან) და ლევან მიდელაშვილი (ახალგორიდან), გმირულად დაიღუპნენ.

8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. ამ ომიდან ცხრა წელი გავიდა, მაგრამ ის ტკივილი დღესაც არ მოშუშებულა. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს, ჯარისკაცთა ხსოვნას მუდამ პატივს მიაგებს და მომავალ თაობებს მათ მაგალითზე გაზრდის.



ინფრასტრუქტურული მშენებლობანი გალავანში 1 ნოე, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავნის ადმინისტრაციული ერთეული რვა სოფელისგან შედგება - გალავანი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ...
სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით