გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 276
სიახლეები
მუხრანის მშენებარე I საბავშვო ბაღი 10 აგვ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დღეებში, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები მუხრანს ესტუმრნენ და მშენებარე I საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. მუხრანი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით ერთ -ერთი დიდი სოფელია, რომელსაც ადგილმდებარეობისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით ორი საბავშვო ბაღი ემსახურებოდა. მოძველებული და ამორტიზებული შენობები, სადაც ბავშვები დადიოდნენ, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამიტომ 2013 წლიდან მუხრანის I საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქსოვრისის კეთილმოწყობილ საბავშვო ბაღში გადაიყვანეს ახალი ბაღის აშენებამდე, ხოლო მოგვიანებით მუხრანის II საბავშვო ბაღიც შეუერთდა მათ, რადგან 2016 წელს ამ ბაღის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციაც დაიწყო. ამჟამად მუხრანის II საბავშვო ბაღი დასრულებულია და აღსაზრდელთა ნაკადს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. მუხრანის I საბავშვო ბაღი, რომელიც სხვადასხვა ასაკის 6 ჯგუფზეა გათვლილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. იგი საქართველოში ერთ - ერთი დიდი და ინფრასტრუქტურით გამორჩეული ბაგა-ბაღი იქნება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შპს ,,დიკა 2010“ აშენებს. მშენებლობის მთლიანი ღირებულება 1 653 676 ლარია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 2012 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ახალი ბაღი აშენდა, თერთმეტ ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად კი მიმდინარეობს მუხრანის I და ნატახტრის ბაღების მშენებლობა.


9 აგვ, 2017
...
ხსოვნის დღე 9 აგვ, 2017
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, 8 აგვისტოს რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის ...
,,ილიაობა“ საგურამოში 2 აგვ, 2017
დღეს, 2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნება. ილიას ანგელოზის დღე- დღესასწაული, რომელსაც ილია ყოველთვის ...
განვლილი ოთხი წელი ძეგვში 31 ივლ, 2017
ძეგვი მცხეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, რომლის შემადგენლობაში შედის სოფლები: ძეგვი, სათოვლე(ნაბაღრები), ხეკორძი, კარსანი და მუხათგვერდი. 2013 ...
საფეხბურთო თამაშების რეგიონული ეტაპი 31 ივლ, 2017
22 ივლისს, ,,მოყვარულთა თასი 2017“-ის რეგიონული ეტაპი დაიწყო. მასში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხუთი გუნდი: ჟინვალის ,,ჟინვალი“, დუშეთის ,,ბულაჩაური“, საგურამოს ,,საგურამო“, ...
გადასაადგილებელი ეტლების გადაცემა 31 ივლ, 2017
14 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურისა და ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით შეზღუდული ...
ქსოვრისში ,,ლაშარობა“ აღინიშნა. 13 ივლ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ,,ლაშარობის“ დღესასწაული ტრადიციულად სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა ...
გზების მშენებლობა 13 ივლ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა - გზიდან ძველი ასფალტის აღება, მოშანდაკება და ასფალტის ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით