გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 295
სიახლეები
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

2013 წლიდან დღემდე, ნატახტარში სოფლის პროგრამით, ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სოფლის პროგრამით ასევე, აშენდა შენობა სოფლის ამბულატორიისთვის, მოეწყო უბნებში გარე განათებები, მოსწორდა სასაფლაოს ტერიტორია, შეძენილ იქნა სანაგვე ურნები, გადაიხურა სოფელში არსებული კულტურის სახლი, სადაც გაზმომარაგების სისტემაც დამონტაჟდა.

2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა სოფელში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია, შემოღობვა და გასახდელების მოწყობა.

2016 წლისთვის სოფელში მოიხრეშა შიდა საუბნო გზები, რაშიც სოფლის პროგრამით გამოყოფილი 21 491 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს ,,წყალმშენმა“ განახორციელა. ამავე პროგრამით მოეწყო ტროტუარები ეკლესიამდე.

ამჟამად, მიმდინარეობს ნატახტრის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აფინანსებს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სამება“ 744439 ლარის ღირებულების პროექტით ახორციელებს. ოთხ ჯგუფზე გათვლილი ნატახტრის საბავშვო ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ 2018 წლის 1 ივლისისთვის დასრულდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ვრცლად:

https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1571523986227644


სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017 05:47
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
,,ბიწმენდობა“ 25 სექ, 2017
16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში, დღესასწაული ,,ბიწმენდობა“ წელს მესამედ ჩატარდა. დღესასწაულზე, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, ქართულ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით