გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 295
სიახლეები
სოფელი ციხისძირი ოთხი წლის განმავლობაში. 25 სექ, 2017
ციხისძირი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობს. სოფელში, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით.

2013 წელს, სოფელ ციხისძირში, სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოეწყო გარე განათება. გაკეთდა მგზავრთა მოსაცდელი და მოხდა ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობილობების შესყიდვა. რეგიონული ფონდის დახმარებით გარკვეულ უბნებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა საუბნო გზებს. გზების მოხრეშვა 2014 წელსაც გაგრძელდა სოფლის პროგრამით. ამავე წელს შემოიღობა სოფლის სასაფლაო, შესყიდულ იქნა სანაგვე ურნები და დამონტაჟდა გარე განათება დარჩენილ უბნებზე.

2015 წელს დასრულდა სოფ.ციხისძირში ბაგა - ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მისი რეაბილიტაციისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიმა 545 ათასი ლარი გამოყო, რომლის დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი იყო. დღეისათვის ბაღში ექვს ასაკობრივ ჯგუფში 180 მოზარდია გაერთიანებული. ბაგა-ბაღში, სადაც ბავშვები მეზობელ მუნიციპალიტეტიდანაც დადიან, ქართველი, აზერბაიჯანელი და ასირიელი ბავშვების სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

საბავშვო ბაღის გაზმომარაგებისთვის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 538 ლარი დაიხარჯა, ხოლო ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა სოფლის პროგრამის ფარგლებში 32 172 ლარით დაფინანსდა.

2016 წელს სოფელ ციხისძირის სკოლის წინ და მერვე ქუჩაზე მოეწყო მგზავრთა მოსაცდელები, საცხოვრებელ კორპუსების ეზოებში არსებულ საბავშვო სკვერებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია და შემოიღობა სოფელში არსებული სტადიონი.

2017 წლისთვის დაგეგმილია სოფლის დარჩენილ უბნებზე გარე განათებების დამონტაჟება.



ვრცლად: სოფელი ციხისძირი ოთხი წლის განმავლობაში.


სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017 05:47
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
,,ბიწმენდობა“ 25 სექ, 2017
16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში, დღესასწაული ,,ბიწმენდობა“ წელს მესამედ ჩატარდა. დღესასწაულზე, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, ქართულ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით