გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 295
სიახლეები
ქსოვრისის წყლის ჭაბურღილი 25 სექ, 2017
15 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ამერიკული საქველმოქმედო ფონდი „ლდს-ჩერიტი“-სა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შორის. მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ქსოვრისის წყლის ჭაბურღილის მშენებლობას. ამ პროექტის ღირებულება 110 000 ლარს შეადგენს, აქედან 94 000 ლარს გრანტის სახით ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფინანსებს. შეთანხმებას ხელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მადონა ჯიქიამ და ამერიკული მისიის ხელმძღვანელმა მაიკ დონოვანმა მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, გუბერნატორის მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და საქველმოქმედო ფონდის წევრები. აღსანიშნავია, რომ ამერიკული საქველმოქმედო ფონდი „ლდს-ჩერიტი“- ს თანადაფინანსებით ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა. მათ შორის ერთ- ერთი მნიშვნელოვანია 2016 წელს სოფელ ქსოვრისში ჩატარებული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასაფინანსებლად აღნიშნულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ 99 500 ლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში მოხდა ახალი უბნების დაქსელვა, სარემონტო სამუშაოები და წყლის მრიცხველების დაყენება. ახალი ჭაბურღილის მოწყობის შემდეგ, რომელიც სოფელში არსებულ სასმელი წყლის სისტემას გააძლიერებს, სოფელ ქსოვრისის 500-მდე ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.



ვრცლად: https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1553364718043571


სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017 05:47
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
,,ბიწმენდობა“ 25 სექ, 2017
16 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში, დღესასწაული ,,ბიწმენდობა“ წელს მესამედ ჩატარდა. დღესასწაულზე, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, ქართულ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით