გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 303
სიახლეები
მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშო ბაღები გაიხსნა 25 სექ, 2017
18 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალი სააღმზრდელო წელი ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა. წეროვნის ახალი ბაგა-ბაღისა და მუხრანის რეაბილიტირებული II საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი, ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მადონა ჯიქია, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი, გოჩა ქავთარაძე, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ბაღების გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სოფელ წეროვანში, 4 ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი, სადაც ამჟამად 83 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა და მის ასაშენებლად 574 305 ლარი დაიხარჯა. 237 000 ლარი მოხმარდა მუხრანის მე-2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, რომელმაც აღსაზრდელთა ნაკადი 5 ასაკობრივ ჯგუფზე მიიღო, სადაც პატარებს ახალი სასწავლო - აღმზრდელობითი წლის დაწყება საზეიმოდ განახლებულ გარემოში მოუწიათ. ახალგახსნილ წეროვნისა და მუხრანის II საბავშვო ბაღები, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი დაწესებულება, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ავეჯით, ინვენტარით და ყველა პირობაა შექმნილი მოზარდების ღირსეული აღზრდისთვის. ახალ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმდა პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობიდან, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესებას გამოიწვევს აღნიშნულ სოფლებში. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, თერთმეტ ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად კი მიმდინარეობს მუხრანის I და ნატახტრის საბავშვო ბაღების მშენებლობა.



ვრცლად: https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1556093427770700


ინფრასტრუქტურული მშენებლობანი გალავანში 1 ნოე, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავნის ადმინისტრაციული ერთეული რვა სოფელისგან შედგება - გალავანი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ...
სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით