გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 303
სიახლეები
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება, რომელსაც დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე აღავლენს. წილკნელები ამაყობენ თავიანთი უძველესი ელკესიისა და წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით, რომლის შექმნა ლუკა მახარობელს მიეწერება. 21 სექტემბერს, სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, წილკანში ყოველწლიურად, ქართულ ჭიდაობაში ასპარეზობა იმართება, რომლის ორგანიზატორი და დამფინანსებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. წელსაც ჭიდაობა 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ჭიდაობაში გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადაეცათ. მთავარი პრიზი - ცხვარი, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მცხეთელმა ლაშა ტაველურმა მოიგო. მოჭიდავე ვ. ჩილინდრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პრიზი 200 ლარის ოდენობით მისმა ოჯახმა გაათამაშა +50 წონით კატეგორიაში. წილკანში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებს სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ვრცლად: https://www.facebook.com/pg/mtskhetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1559688417411201


ინფრასტრუქტურული მშენებლობანი გალავანში 1 ნოე, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავნის ადმინისტრაციული ერთეული რვა სოფელისგან შედგება - გალავანი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, ...
სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით