გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 301
სიახლეები
ინფრასტრუქტურული მშენებლობანი გალავანში 1 ნოე, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი გალავნის ადმინისტრაციული ერთეული რვა სოფელისგან შედგება - გალავანი, ზაქარო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი და ბიწმენდი. ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მთავრობა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ცდილობს მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებას, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 2012 წლიდან დღემდე. სოფლების მიხედვით შემოგთავაზებთ იმ გაწეული სამუშაოების ჩამონათვალს, რაც 2013-2016 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია მოსახლეობის სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

2013 წელს სოფელ გალავნის საბავშვო ბაღის გაზმომარაგებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მოხდა შიდა გზების მოხრეშვა, საფეხბურთო მოედნზე განათების მოწყობა.

2014 წელს დაიწყო სოფელში რიტუალების სახლის მშენებლობის დაწყება, რომელიც სოფლის დახმარების პროგრამით განხორციელდა. რეგიონული ფონდის დაფინანსებით კი გზებს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემა.



განხორციელდა 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხისა და სასმელი წყლის სისტემის შეკეთების სამუშაოები.

მომდევნო წლებში ჩატარდა მდინარე თეზამზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, მოშანდაკება და მოსწორება სოფელში შესასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიისა და სანაგვე ურნების შეძენა.

ბიწმენდში მალე დაიწყება სასმელი წყლის სისტემის მოსაწერიგებელი სამუშაოები იმ ხარვეზთა გათვალისწინებით, რაც წინა სამუშაოებს ახლდა.

2013 წელს ბიწმენდში შემოიღობა ფეხბურთის მოედანი და საჭიდაო მოედანი მოეწყო. სოფლის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა 60 მ სანიაღვრე არხი, ხოლო 2015 წელს რეგიონული ფონდის დახმარებით ბიწმენდი - ახატანის გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სანიაღვრე არხი მოეწყო სოფელ ზაქაროშიც, რადგან მდინარის ხევიდან გაზაფხულობით მოვარდნილი წყლი აზიანებდა სოფელს. განხორციელდა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო და შიდა დაქსელვის პროექტები. შემოიღობა სოფლის სასაფლაო. მოიხრეშა სოფლის შიდა გზები და ზაქაროს იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში ნაგვის ურნები დაიდგა.

2016 წელს სოფელში განზრახულია გარე განათების მოწყობა. უკვე მიმდინარეობს ზაქაროსთვის სასმელი წყლის უკეთ მისაწოდებლად ბურიანში წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა. უახლეს დღეებში დაიწყება ნავდარაანთკარის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც.

2014 წელს ნავდარაანთკარის სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოებისათვის 9 379 ლარი გამოიყო, მოსაწესრიგებელი სამუშაოები ჩაუტარდა სოფლის შიდა გზებზსა და არსებულ სასმელი წყლის სისტემას.

2016 წელს ნავდარაანთკარში დამონტაჟდა გარე განათებები, მოხდა სოფლის სასაფლაოს შემოღობვას და სკვერის კეთილმოწყობა.

წელს გათვალისწინებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარის ყველაზე საშიშ მონაკვეთებზე, რაშიც 100 000 ლარი დაიხარჯება. მოხდება სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

ბურიანში 2014-2016 წლებში გამოიცვალა სასმელი წყლის მილები, მდინარე თეზამიდან წყალმოვარდნების ასაცილებლად სოფელი გაბიონებით გამაგრდა, მოსწორდა გზა და გაიწმინდა ბოგირი ქვა-ღირღისაგან. მოხდა სოფლის გაზიფიცირება.

ჭილაანთკარში გაკეთდა ხევზე გადასასვლელი ბოგირი, მოეწყო 1941-45 წლებში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი და სკვერი, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემა.

ამავე წლებში აშენდა რიტუალების სახლი და ჩატარდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცა წინამძღვრიანთკარშიც.

წელს სოფელში შეკეთდა გზები, შეძენილ იქნა სანაგვე ურნები და დამონტაჟდება გარე განათება. დასრულებულია გალავანი - წინამძღვრიანთკარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია, სადაც დაიგო ასფალტი.

ზემოთ ჩამოთვლილი დასრულებული პროექტების მიუხედავად აღნიშნულ სოფლებში კიდევ ბევრი მოსაგვარებელი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ეტაპობრივად მომდევნო წლებშიც განახორციელებს სამუშაოებს.

სრულად: https://www.facebook.com/mtskhetismunicipaliteti/posts/1597085677004808


სამუშაოები სასმელ წყლებზე 17 ოქტ, 2017
შპს ,,მცხეთის სოფწყალი“, რომელიც დაფუძნებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მობილური საავარიო ჯგუფების მეშვეობით, აქტიურად ახორციელებს აღდგენით ...
”მცხეთობა-სვეტიცხოვლობა-2017” 12 ოქტ, 2017
პროგრამა: 10:00 - 14:00 სთ - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 10:00 - 18:00 სთ. ...
გუნდი ,,ნიჩბისი“ რეგიონის ჩემპიონია 12 ოქტ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საფეხბურთო გუნდი ,,ნიჩბისი“ ,,მოყვარულთა თასი - 2017“- ის მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გახდა და აღმოსავლეთის ზონალურ ეტაპში ...
ნატახტარში განხორციელებული პროექტები 9 ოქტ, 2017
ნატახტარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე მეხუთე წელია აქტიურად ...
წინამძღვრიანთარის კოლეჯში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება 3 ოქტ, 2017
სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული ...
,,ქეთევანობა-მუხრანობა“ 26 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ დღესასწაულს და გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას ,,ქეთევანობა-მუხრანობის“ სადღესასწაულო ...
მცხეთელ მკლავჭიდელთა წარმატება 25 სექ, 2017
უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა გიორგი თვალიაშვილმა და გრიგოლ ...
ღვთისმშობლობა წილკანში 25 სექ, 2017
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ...
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით