გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 245
განცხადებები
განცხადება!
თვითმმართველი თემი მცხეთის მუნიციპალიტეტი შეიძენს ავტოსატრანსპორტო საშუალება SKODA OCTAVIA-ს ძრავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვწერეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონულ მისამართზე

mtskhetacouncil@gmail.com

ან საკრებულოს Facebook-ის გვერდზე.



გთხოვთ შეგვეხმიანოთ დაუყოვნებლივ

დანართი:
დანართი:
უცვლელად გთავაზობთ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ პროფესორ თამაზ გაბადაძის წერილს საინტერესო წინადადებებით


თქვენი წერილის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ გამოვთქვამთ კმაყოფილებას ერთობლივი მუშაობის ჩატარების სურვილის გამო.

ჩვენს მიერ გუბერნატორთან მოხსენებული საკითხების გარდა დამატებით შეიძლება წარმოგიდგინოთ შემდეგი წინადადებები.





1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში (ან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით) შესაძლებელია, რომ ჩამოვაყალიბოთ გაფართოებადი კომპონენტის წარმოება არაფეთქებადი უსაფრთხო დანამგრეველი მასალების და პრესცემენტების დასამზადებლად.

მიღებული მასალები გამოყენებული უნდა იყოს ჯერ მცხეთა-მთიანეთის (და სხვა) გუბერნიაში, ხოლო შემდეგ კი - ამიერკავკასიის და სხვა მეზობელ სახელმწიფოებშიც.

პირველ ეტაპზე საჭიროა აგებულ იქნეს და გაიშვას პერიოდული ქმედების მცირე სიმძლავრის ექსპერიმენტული ღუმელი, რომელიც იმუშავებს 1300-1400 0C - მდე. სათბობად უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი აირი, მაგრამ შესაძლებელია ტყიბულის ნახშირის ან მაზუთის გამოყენებაც. კაპიტალდაბანდება შეადგენს 15-20 ათას $ (დოლარს).

მეორე ეტაპზე მუდმივი ქმედების მოკლე მბრუნავი ღუმელის გაშვების შემთხვევაში საჭირო იქნება დაახლოებით 70-80 ათასი $ (დოლარი).

ღუმელი გამოყენებული იქნება კომპლექსურად სხვადასხვა ახალი მასალების წარმოებისთვისაც, მაგალითად, მაღალი მარკის (400-600) მჭიდა მასალების მისაღებად გაჯის ნედლეულის და თაბაშირის ქვის ბაზაზე, თეთრი მაღალაქტიური კირის მისაღებად, თბოსაიზოლაციო შემვსების მისაღებად მსუბუქი ბეტონებისთვის და სხვა.

ცნობილია, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით ეკლესია-მონასტრების აღდგენისთვის გამოყენებული იქნება მებაღეობა-მევენახეობისთვის, ნიადაგის მოკირიანებისთვის, თეთრი და ფერადი საღებავების, კირ-პუცოლანური, კირ-წიდა მჭიდა მასალების და ნაკეთობების მისაღებად და სხვა.

მთის რეგიონების ადგილობრივი გრუნტის წყლებისაგან, რომლებიც შეიცავენ რკინის და ალუმინის იონებს, მიღებული იქნება კოაგულანტები, სულფატ-იონებისგან თაბაშირი, მაგნიუმის იონებისგან - მაგნეზიტი, სპილენძის იონებისგან - შაბიამანი და სხვა.

2. ცნობილია, რომ მცხეთის რეგიონი უნიკალურია:საეკლესიო-სამონასტრო ნაგებობათა ისტორიით, რაოდენობით, დანიშნულებით, ხარისხით და სხვა, რაც დიდ ინტერესს წარმოადგენს ტურიზმის განვითარებისთვსი. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნიაში ჩმოყალიბდეს საეკლესიო-სამონასტრო დიდი და მცირე ზომის ნაკეთობებისა (ხატები, ჯვრები, წმინდანების გამოსახულებები და სხვა) და კონსტრუქციების წარმოება, რისთვისაც საჭიროა სპილენძის და მისი შენადნობების (ტომპიკი, ბრინჯაო, თითბერი და სხვა) გამოიყენება საკმაო რაოდენობით. ამ მიზნით წელიწადში 5-10 ტონა სპილენძის წარმოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 50-100 ტონა მადნეულის სპილენძის კონცენტრატის გადამუშავება, რომელიც ამჟამად გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც დასაგმობია.

ჩვენს მიერ ეკოლოგიურად სუფთა და უმარტივესი ტექნოლოგიით, მხოლოდ ერთი სალღობი ღუმელის გამოყენებით, მიღებულია ლითონური სპილენძი მადნეულის სპილენძის კონცენტრატისგან. მიღებული სპილენძისაგან დამზადებული საეკლესიო ნაკეთობების რეალიზაცია დიდ მოგებას მოუტანს ახლად ჩამოყალიბებულ საეკლესიო-სამონასტრო კომპლექტურ წარმოებას, მცხეთის მუნიციპალიტეტს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და მთლიანად საქართველოს.

მადნეულის სპილენძის კონცენტრატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს პატრიარქის და პრემიერ-მინისტრის დახმარებით.

3. მცხეთის რეგიონის მწირი ნიადაგისგან და სხვადასხვა იონების შემცველი გრუნტის ბუნებრივი წყებისგან მუნიციპალიტეტის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია იქვე დამზადდეს ნოყიერი სასურველი შედგენილობის ნიადაგი და ამისთვის საჭირო გამოლექილი მიკრო- და მაკროელემენტები.

ჩვენ მზად ვართ ვუხელმძღვანელოთ ყველა აღნიშნული და სხვა თქვენთვის სასურველი საკითხების რეალური გადაწყვეტის საშუალებებს.





საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და შპს „სპეცცემენტების“ დირექტორი, ტექნიკურ მცნიერებათა დოქტორი, პროფესორი



თამაზ გაბადაძე

მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემის საკრებულოს განცხადება
საკრებულოში ახალი ფრაქციაა. 2014 წლის 16 ნოემბრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დავით პაპიაშვილმა საკრებულოს მიმართა ცნობად მიღების მიზნით მასზედ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება–თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა დატოვეს რა მ.პ.გ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები. ამის გამო ფრაქციამ პარტიული ნიშნით შეწყვიტა არსებობა და ჩამოყალიბდა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გურამ ანსიანის განცხადება
მ.პ.გ. ,,თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში გავწევრიანდი იმ მოტივით, რომ პარტია საქმიანობას ახორციელებდა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში, იზიარებდა კოალიციის გეგმებს და ემსახურებოდა დასახული მიზნების ერთობლივი ძალებით მიღწევას. ვინაიდან მ.პ.გ. ,,თავისუფალი დემოკრატები“ გავიდა კოალიციიდან, შესაბამისად მე არ ვარ მოტივირებული დავრჩე ,,თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრად და ვიზიარებ რა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს, მაქვს სურვილი საქმიანობა გავაგრძელო კოალიციის შემადგენლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კოალიცია ,,ქართული ოცნება“-ს გამოცხადებული ნდობისათვის.
იურიდიული დახმარების სამსახური
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა:

• უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;

• სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენა ;

• საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის;

• საადვოკატო მომსახურება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;

• დამცველის მომსახურება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, რომელსაც შეიძლება დაპატიმრება მოჰყვეს.

• იურიდიული დახმარების სამსახური დამატებითი სერვისის სახით მოქალაქეებს სთავაზობს:ონლაინ კონსულტაციასა და იურიდიული დახმარების მობილურ ჯგუფს.

• იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრების და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

დოკუმენტების შედგენა

იურიდიული დახმარების სამსახური სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობას ჯერჯერობით არ უზრუნველყოფს. ამ ტიპის საქმეებზე გადახდისუუნარო პირს შეუძლია თავისი პრობლემით იურიდიული დახმარების ბიუროს ან საკონსულტაციო ცენტრს მიმართოს, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტს მოუმზადებენ.

იურიდიული დოკუმენტების შედგენა გულისხმობს ყველა სახის დოკუმენტის (საჩივარი, განცხადება, შესაგებელი და სხვა) ჩამოყალიბებას, რომლის საშუალებითაც პირს სურს თავისი კანონიერი ინტერესები ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში დააფიქსიროს.



სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია იმ პირს, რომელიც ”სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს:

1) 70 ათასს ან ნაკლებს;

2) 100 ათასს და ნაკლებს, და ამავე დროს მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

• იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

• 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;

• მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;

• 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;

• რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

ონლაინ იურიდიული კონსულტაციის განხორციელების პროცედურები:

ონლაინ იურიდიული კონსულტაციით სარგებლობისათვის თქვენს კომპიუტერში დააინსტალირეთ პროგრამა Skype.

იმისათვის, რომ ონლაინ რეჟიმში გაესაუბროთ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტს, საჭიროა:

• შეხვიდეთ Skype-ში,

• კონტაქტებში დაიმატოთ მომხმარებელი legalaid.ge,

• დაიწყოთ კომუნიკაცია ჩეთის ან აუდიო/ვიდეო ზარის ფორმატში.

გარდა ამისა, ონლაინ კონსულტაციის სერვისი ინტეგრირებულია ს.ს.ი.პ იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე www.legalaid.ge. ამ შემთხვევაში, კონსულტანტთან დასაკავშირებლად, საჭიროა:

• დააჭიროთ ვებგვერდზე არსებულ Skype-ის ღილაკს,

• დაიწყოთ კომუნიკაცია ჩეთის ან აუდიო/ვიდეო ზარის ფორმატში.

ონლაინ კონსულტაციით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი შეკითხვა ელექტრონულ ფოსტაზე: info@legalaid.ge ან იურიდიული დახმარების სამსახურის facebook-ის გვერდზე: facebook.com/legalaid.ge. კვალიფიციური იურისტები თქვენს პრობლემას შეისწავლიან და პასუხს უმოკლეს ვადაში მოგაწვდიან.

სატელეფონო კონსულტაციის განხორციელების პროცედურები:

სატელეფონო იურიდიული კონსულტაციით სარგებლობისათვის

დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 595901705; 0(32) 2513873

მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო მდებარეობს ქ.მცხეთა, დ.აღმაშენებლის ქ.#51





1




მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით