გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 230
ზოგადი ინფორმაცია

ტერიტორია - 805,5 კვ.კმ. მოსახლეობა - 56,9 ათასი მოსახლე (2010 წ. 1 იანვრის მდგომარეობით). ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +25,+35°, ზამთრის საშუალო ტემპერატურა: -1, -10°C

მუნიციპალური და რეგიონის ცენტრი - ქ. მცხეთა.

საკურორტო ადგილები

საგურამო (პროფილაქტიკური, კარდეოლოგიური მიმართულების საკურორტო ადგილი),                                                                                               

   ზედაზენი, წიწამური, წეროვანი, ცხვარიჭამია (პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ადგილი).

 დაცული ტერიტორიები

საგურამოს ნაკრძალი - უკავია 5300 ჰა. ნაკრძალის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტყით. ხე-მცენარეებიდან გავრცელებულია: წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოს "კოლხური ტყის კუნძულია", სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები - ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, და სხვა. ძუძუმწოვარა ცხოველებიდან გავრცელებულია: ირემი, შველი, მცირე რაოდენობით დათვი, მელა, მგელი და სხვა. არის მრავალი სახეობის ფრინველი.

 ბუნებრივი ძეგლები

ჭერმის კლდეები  - მცხეთის მუნიციპალიტეტი, სამხედრო გზა, თბილისიდან მე-17 კმ-ზე, სოფლების მუხადგვერდსა და დიღომს შორის. ზღვის დონიდან 550-600 მ სიმაღლეზე.                                                                                                                                       

  მტკვრის მარჯვენა ფერდობის კლდეებზე, რომლებიც აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის არკოზული ქვიშაქვებით, ატმოსფერული  ფაქტორების შემოქმედების შედეგად წარმოქმნილია თავისებური ფსევდოკარსტული ფორმები. სახელწოდება "ჭერმის კლდეები" მიგვითითებს ძველ სოფელ ჭერემზე, რომელიც არსებობდა წინათ ამ ადგილზე.                                                                                                                    

  ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი კამარა (სიგანე  -  3,2 მ, სიმაღლე  -  2,6 მ, თაღის სისქე  - 0,7-1 მ)რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩაკიდულის" სახელითაა ცნობილი. იქვეა რამდენიმე ქვაბისებური ფორმის  ჩაღრმავება, რომელთა დიამეტრიც 0,5-1,5 მ-ს უდრის. ცოტა მოშორებით, მშრალ ხევში შენახულია 3 მ სიგრძის  ბუნებრივი ხიდი. არის სხვა უცნაური წარმონაქმნებიც  წყლისა და ქარის მიერ არკზული ქვიშაქვის დაშლით და მარცვლების გადატანით.                                  

 მისასვლელი: თბილისიდან 17 კმ-ის დაშორებით, სამხედრო გზიდან ადის ბილიკი.

 

ენდემური ჯიშები

არმაზის შვიდანწლა  -  აღმოსავლეთ საქართველოს ენდემი. დაბალტანიანი ხე ან ბუჩქი.    გვხვდება მხოლოდ არმაზის ხეობაში.                                                    

ქართული თხილი  -  კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეულის იშვიათი რელიქტია. გვხვდება მცხეთაში, მარტაზის ხეობაში.

 სატყეო მეურნეობა                                                                                                                    

 მცხეთის სატყეო მეურნეობა, ფართობი 2800 ჰა

 ძირითადი მდინარეები                                                                                                                     

მტკვარი, არაგვი, ქსანი

 ქედები                                                                                                                            

  სხალტბის, საგურამოს, თრიალეთის, საწკეპელის, მსხალდიდის, ქართლის.

 ცხოველთა სამყარო                                                                                          

ძუძუმწოვრები: შველი, გარეული ღორი, კავკასიური მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, ფოცხვერი, კურდღელი, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, წავი, ზაზუნა.                      

ფრინველები: კაკაბი, მწყერი, გარეული მტრედი, შაშვი, კაჭკაჭი, ყვავი, ბეღურა.    

თევზები: ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, გველანა, კობრი.

გადმოსახედი ადგილები                                                                                                        

 ჯვარი, ზედაზენი, ბაგინეთი.

 საპიკნიკე ადგილები:                                                                                                              

ჯვრის ასახვევთან ნაძვნარში (მცხეთის რ-ნი)                                                              

 ზედაზნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია  -  "ნადარბაზევი" (დიდგორის საცდელი-საჩვენებელი მეურნეობის ტერიტორია)

 კულტურის ძეგლები                                                                                                                

ქ. მცხეთა. ძველი ქალაქის უბნები: არმაზციხე -  ბაგინეთი  -  ქართლის სამეფო რეზიდენცია ახ. წ. I-V სს.; ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია - ახ. წ. I-V სს., აბანო  -  ძვ. წ. IV  -  ახ. წ. IV საუკუნეები.

 ბებრის ციხე – ადრე შუასაუკუნეები.                                                                           

 სვეტიცხოვლის ანსამბლი: გუმბათიანი ტაძარი, აშენებულია 1010-1029 წლებში. სამთავრო  - გუმბათიანი ეკლესია IX-XI სს                                                                          

სამთავროს სამაროვანი  - ძვ.წ III ათასწ-დან                                                                            

წმ. ნინოს გუმბათიანი ეკლესია  -  V-VI სს.                                                                              

ანტიოქიის ეკლესია  -  V-VI სს                                                                                                    

მცხეთის ჯვრის ტაძარი  -  VI-VII სს.                                                                                            

მცხეთის აკლდამა  -  I-II სს.                                                                                       

შიომღვიმე - სამონასტრო ანსამბლი: გუმბათიანი ეკლესია VI ს. დიდი ტაძარი XII ს.           

ზედაზენი - სამონასტრო ანსამბლი: ეკლესია VII-IX სს. ციხე შუა სს.              

ძალისის ნაქალაქარი – ძვ. წ. II – ახ. წ. VII სს.                                                                           

წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია  -  სამნავიანი ბაზილიკა - V-VI სს. გუმბათიანი ეკლესია - შუასაუკუნეები.                                                                                               

მუხრანი ციხე-გალავანი XIII ს. ორი ეკლესიით. სასახლე XIX ს.                                             

 კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია. XII ს.

 

მუზეუმები                                                                                                                                    

დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (ქ.მცხეთა)                      

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმი (საგურამო)

 

ღია მუზეუმები

ბაგინეთი - ქართლის სამეფო რეზიდენცია                                                                  

 ქართლის პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია                                                                    

სამთავროს სამაროვანი                                                                                                    

ძალისის ნაქალაქარი

 

 

 

 

 


მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით