გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 245
ტურისტული მარშრუტები

მცხეთის მუნიციპალიტეტს, თავისი ისტორიულ-არქიტექტურული, არქეოლოგიური, ბუნებრივი და ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის მიხედვით, ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს.

მცხეთის ტურისტული მარშუტები

·        სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

·         სამთავროს კომპლექსი

·        არმაზციხის (ბაგინეთის) სამეფო რეზიდენცია

·        არმაზისხევი. არქეოლოგიური კომპლექსი                                                   

·        "საბავშვო არქეოლოგია" - სამთავროს ველის სამაროვანი

·        ბებრის  ციხე

·        ჯვრის მონასტერი

·        ზედაზენი

·        შიომღვიმე, სამონასტრო კომპლექსი

·        ძალისის ნაქალაქარი

·        ქსნის ციხე

.       მუხრანის ციხე-გალავანი

მცხეთის ჯვრის  ტაძარი  

                                                                                       

მცხეთის ჯვრის  ტაძარი  -  (586/7 – 604 წ.წ.) ქართული და საზოგადოდ, მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.                                                                                                                                                                                                                                                  ტაძრის სახელწოდება მომდინარეობს ხის დიდი ჯვრიდან, რომელიც მოციქულთასწორმა ნინომ აღმართა მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების

მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე გორის წვერზე.

სვეტიცხოველი

                                                                                              

სვეტიცხოველი ჩვენამდე მოღწეულ საკულტო ნაგებობათა შორის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძარია. სვეტიცხოველი იყო და დღემდე რჩება ბაგრატოვანთა დინასტიის (გელათთან ერთად) და სხვადასხვა რანგის სასულიერო პირთა განსასვენებლად

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი  

                                                                                                                     

 ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფელ  წილკანში ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში დანგრეული სამნავიანი ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადააკეთეს. ის საფუძვლიანად შეაკეთეს XVI-XVII საუკუნეებშიც. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები. რესტავრაცია ჩატარდა 1967-1968 წლებშიც. ამჟამად ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას  (IV საუკუნის დასასრული - V საუკუნის პირველი ნახევარი), სამნავიან  ბაზილიკას (V-VI საუკუნეების მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვითარებული ფეოდალური ხანა).     კომპლექსში ტაძართან ერთად შედის ციხე-გალავანი. ტაძრის ეზოში გაითხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხი.

ზედაზნის მონასტერი 

                                                                   

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედაზნის მონასტერი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მიერ არის დაარსებული და მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე მდებარეობს. სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათალიკოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილას).  მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. 

ქსნის ციხე

 მდინარე ქსნისა და მტკვრის შესაერთავთან, სარკინეთის მთაზე მდგომი ციხესიმაგრე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. იგი  XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის  ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს.                                     

 ქსნის ციხეს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს და ამჟამად სანახევროდ დანგრეულია. ციხე კარგად არის შერწყმული გარემოსთან, აქედან კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და ქსნის ხეობები

ძალისის ნაქალაქარი

ნაქალაქარი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე. თარიღდება ძვ. წ. II-ახ. წ. VIII საუკუნეებით.

მოსახლეობა თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართობი: 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს, ქალაქის არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ძალისის გორაზე აღმოჩნდა ალიზის აგურით ნაგები, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტებით გადახურული, მარნიანი საცხოვრებელი ნაგებობანი, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი ძეგლების თანადროულია. გორას შემოვლებული ჰქონია ალიზის გალავანი.

მუხრანის ციხე-გალავანი
(XVIII ს)

მუხრანის კომპლექსი მდებარეობს  მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო–დასავლეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ისტორიულ შიოსუბანში.      ციხე-გალავანი (ფართ. 3,5 ჰა) რთული ნაგებობაა. იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი შედარებით პატარაა, გეგმა კვადრატულია, კუთხეებში თითო ცილინდრული კოშკი დგას, შიგნით – ერთნავიანი ეკლესია. მეორე დიდი გალავანი მიდგმულია პირველზე ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. აღმოსავლეთით ეზოში ორი ეკლესია დგას. მცირე გალავანი ფაქტიურად ციტადელის როლს ასულებდა, აქ იყო მუხრან-ბატონთა სამყოფი; მეორეში იხიზნებოდნენ მტრის შემოსევის შემთხვევაში. 
ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (ყველა დაზიანებულია), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – კარის ეკლესია (დაზიანებულია). ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას – გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური. 

 

 


მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით