გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 301
დებულება

                                                            მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

                                                                                                  თავი I

                                                                                   ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში –გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა (შემდგომში - სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი) უფლებამოსილებებს, სტრუქტურას და საქმიანობის წესს

    მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსლების განხორციელებას.  

2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას.

3. გამგეობა თავის საქმიანობაში ხელმძღვენელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ადამიანთა უფლება_თავისუფლებათა დაცვის, საერთო სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის  გათვალისწინების პრინციპებით.

 4. გამგეობას აქვს ბიუჯეტი, ბეჭედი და  ბლანკი.

    მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

    მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა

გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

    მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი

გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის ქ. №7.

                                                                                                        თავი II

                                                     გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

    მუხლი 6. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები

1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.

2. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

გ) გამგებლის მოადგილე

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

               

   მუხლი 7. გამგეობის სტრუქტურა

1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულებისგან.  

2. სტრუქტურული ერთეულები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის  დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. სტრუქტურული ერთეული, მის  ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.

 

 

მუხლი 8. მუნიციპალიტეტის გამგებელი

1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.  

3. გამგებელი:

ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;

ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;

ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ა.ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

გ.ზ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით წარუდგენს, მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, აგრეთვე შესათანხმებლად წარუდგენს საკრებულოს ისეთ გარიგებებს, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს.

გ.თ) მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

დ.ა) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

დ.გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

დ.ზ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

ე.თ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი-“თ, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გამგებელი უფლებამოსილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.

5. გამგებელი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

6. გამგებელისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტს.

მუხლი  9. გამგებლის პირველი მოადგილე

გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის პირველი მოადგილე ასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.

მუხლი 10. გამგებლის მოადგილე

1. გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

3. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

მუხლი 11.  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობისს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

 

მუხლი 12. გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი (შემდეგში გამგებლის წარმომადგენელი) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან, ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;  უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს.

2. გამგებელს ყავს წარმომადგენლები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:

ა) ქსნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსანი;

ბ) ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი;

გ) წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი;

დ) ჩარდახის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა;

ე) ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი;

ვ) ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ვაზიანი;

ზ) მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა;

თ) ძალისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძალისი,

ი) წილკანის ადმინისტრაციული ერთეული:  სოფ. წილკანი; სოფ. ერედა;

კ) მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი;

ლ) ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი;

მ) აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა,

ნ) ნავაზის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ.  ნავაზი;

ო) საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური, ზაჰესი;

პ) ბიწმენდის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ბიწმენდი, სოფ. ჯიღაურა;

ჟ) გალავანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი;

რ) ზაქაროს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ზაქარო, სოფ. ბურიანი;

ს) ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. არაშენდა,  სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი;

ტ) ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა;

უ) ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე (ნაბაღრები), სოფ. ხეკორძი, სოფ. კარსანი, სოფ. მუხათგვერდი;

ფ) ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. აგარაკი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა;

ქ) ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი;

ღ) ძველი ქანდის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძველი ქანდა;

 

 

 

 

                                                                                             თავი III

                                                                        სტრუქტურული ერთეულები

    მუხლი 13. სტრუქტურული ერთეულები

1. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

     ბ) იურიდიული სამსახური;

გ) ეკონომიკისა და ქონების მართვისა სამსახური;

დ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ე)  საფინანსო სამსახური;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ი) არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური;

კ) შიდა აუდიტის სამსახური.

3. სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს  დასამტკიცებლად.

    მუხლი 14.  ადმინისტრაციული სამსახური

1. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: სტრუქტურული ერთეულების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას. გამგეობის საჯარო მოსამსახურეების  საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას. მუნიციპალიტეტის  ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების უზრუნველყოფას.

2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ;

გ) კადრების განყოფილება;

დ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილება;

ე) კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

 

მუხლი 15. იურიდიული სამსახური

1. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს: გამგეობის სამართლებრივი მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივი დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, გამგებლის, სტრუქტურული ერთეულის  და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.

 

მუხლი 16. ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური

1. ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავებეის მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ის 1461 მუხლით და ამავე კანონის 148 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2.ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკის განყოფილება;

ბ) ქონების მართვის განყოფილება.

გ) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება;

დ) მატერიალურ ტექნიკური განყოფილება.

 

მუხლი 17. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახური

1. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვასა ქალაქმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.

2. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურის განყოფილება;

ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.

 

მუხლი 18. საფინანსო სამსახური

1. საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე გამგეობაში და ტერიტორიულ ორგანოებში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას.

2. საფინანსო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.

 

მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური

 სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შეაყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.

 

მუხლი 20. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

ა)სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

ბ) რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება.

 

მუხლი 21. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

 სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს: მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.

 

მუხლი 22.  არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობზე ზედამხედველობის სამსახური

 არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობზე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 513, 533, 55-ე, 552, 150-ე მუხლებით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

 

მუხლი 23. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს:                     

1. გამგეობის მიერ წარმოებული საქმიანობის მარ­თებუ­ლობის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყე­ნე­ბის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკე­ბის ანალიზი, გამგეობის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭ­რა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით;      

2. გამგეობის სტრუქტურული ერ­თეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და მათი განუხრელი შესრულების კონტროლი;

3. გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დურების, ეფექტურობის და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავე­ბა;      

4. გამგეობის სტრუქტურული ერ­თე­ულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

5.  გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხუ­რებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შე­მოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკ­ვ­ნისა და ანგარიშის შედგენა და გამგებლისთვის წარდგენა.

                                                                                              თავი IV

                                               გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები

 

მუხლი 24. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები

1.                   გამგეობის თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.

2. გამგეობის თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა გამგეობის რეგლამენტით;

3. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 25. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

                                                                                            თავი V

                                                                    გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 26. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით,  გამგეობის შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

 

                                                                                                     თავი VI

                                                               გამგეობის საქმიანობის ორგანიზება, გამგეობის

                                                                  სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური    

                                                                     დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

 

მუხლი 27. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 28. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“-ს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.

3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის (შესაბამისი კურატორი გამგებლის მოადგილის) მიერ.

                                                                                                    თავი VII

                                          გამგეობის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება

 

მუხლი 29. გამგეობის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი

1. გამგეობის მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

2. გამგეობის მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება:

ა) კონკურსის წესით;

ბ) უკონკურსოდ

3. გადაწყვეტილებას გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა გამგეობის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, ვაკანსიის გახსნიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში იღებს გამგებელი.

 

მუხლი 30. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ

გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით ან გამოსაცდელი ვადის გარეშე:

ა) სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

ბ) სამსახურებრივი გადაყვანისას;

გ) არა უმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

 

მუხლი 31. გამგეობის მოხელეთა ატესტაცია

1. გამგეობის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

2. ატესტაციას ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

 

მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა გამგეობის თანამდებობის პირების, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით.

                                                                                                     თავი VIII

                                                                    გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 33. გამგეობის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია

1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.

2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;

ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;

დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.

3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:

ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;

ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;

დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;

ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;

ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;

ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

 

მუხლი 34. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია

1. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს.

2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:

ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;

ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;

გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;

დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.

მუხლი 35. გამგეობის დებულების ძალაში შესვლა

დებულება ძალაშია კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 


მცხეთის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით